მთავარიბლოგი,,3D ნამუშევრების შექმნა ფანტაზიებისთვის ფრთების შესხმის საშუალებას გაძლევს" - ალექსი მესხორაძის შთაბეჭდილება

,,3D ნამუშევრების შექმნა ფანტაზიებისთვის ფრთების შესხმის საშუალებას გაძლევს" - ალექსი მესხორაძის შთაბეჭდილება

ალექსი მესხორაძემ სმარტ აკადემიაში 3D გრაფიკა - Blender-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი 3D სფეროს, კონკრეტულად კი ბლენდერის საწყისების შესწავლა იყო."

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე არა მხოლოდ BLENDER-ის ხელსაწყოების გამოყენება, არამედ ის, თუ როგორ ვიაზროვნო ამ მიმართულებით და როგორ ვიპოვო პრობლემის გადაჭრის გზები, როდესაც მას შევეჩეხები. ასევე მივხვდი, რომ პატარა დეტალებსაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმო, რათა მათ მომავალში დიდი პრობლემები არ გამოიწვიონ.

კურსის ლექტორი

პირველ რიგში, გელა პატარაია არის ძალიან უშუალო და კარგი პიროვნება. ყოველთვის ისე გესაუბრება, როგორც თავის თანატოლს და რაც მთავარია, ძალიან უყვარს საკუთარი საქმე - ეს ლექციებზეც აისახებოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან დატვირთული და რთული დღის შემდეგაც ისე ჩაუტარებია ლექცია, რომ ამას საერთოდ ვერ იგრძნობდი. გარდა ამისა, ის არის ყურადღებიანი ადამიანი - კურსის დამთავრების შემდეგაც ნებისმიერ შეკითხვაზე ცდილობს პასუხი გაგცეს და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროს. კმაყოფილი და, ალბათ, გარკვეულწილად ამაყია, როდესაც ჩვენ მიერ შესრულებულ პროექტებს ხედავს და უკუკავშირის მოცემასაც არ ზარდება.



კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით სწავლას და კიდევ უფრო განვვითარდები. ასევე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ამ პროფესიით დასაქმებასაც შევძლებ, რაც წინსვლაში კიდევ უფრო დამეხმარება.

პროფესია - 3D გრაფიკოსი

3D ნამუშევრების შექმნა საკუთარი და არამარტო საკუთარი ფანტაზიებისთვის ფრთების შესხმის საშუალებას გაძლევს. გარდა ამისა, ბლენდერში მუშაობის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რა არის იმაზე უკეთესი, როდესაც თანხას იმის კეთებაში გიხდიან, რაც მოგწონს და გიყვარს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მომცა იმ პროფესიაში, რომელიც ძალიან მომწონს. ეს არის ადგილი, სადაც შენი ჩადებული ინვესტიცია ტყუილად არ ჩაივლის და თუ შენც მოინდომებ, აუცილებლად მიიღებ იმ ცოდნას, რომელსაც ეძებ. მე ამაში თავადვე დავრწმუნდი.

დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - Blender-ის კურსზე აქ.


სხვა სტატიები >>